გაკვეთილის გეგმები

სკოლა
სსიპ წალენჯიხის მუნიციპლაიტეტისქალაქ ჯვარის #2 საჯარო სკოლა
კლასი
VIII
მოსწავლეთა რაოდენობა
15
სსსმ მოსწვალე
კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება.
მასწავლებელი
მაია აქუბარდია
თარიღი
10.05.2018
საგანი
ინგლისური ენა
გაკვეთილის თემა
Favourite Places.   Present Perfect with  “Have you ever….”
I have never…..”. Indefinite Pronouns.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები   წაიკითხავენ  არამხატვრულ, საინფორმაციო ტიპის ტექსტებ მსოფლიოს ცნობილ ადგილებზე. შეძლებენ ამოიცნონ და ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, განივითარებენ კითხვის, მეტყველებისა და კრიტიკულად აზროვნების უნარებს. ინფორმაციის გადმოცემისას გამოიყენებენ  ნასწავლ გრამატიკულ სტრუქტურებს,კერძოდ აწმყო სრულ დროს.
ე.ს.გ-მით განსაზღვრული მისარწევი სედეგები.
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).

უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

წინარე ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ გრამატიკულ დროებს და განუსაძღვრელობიტ ნაცვალსახელებს.შეუძლიათ მათი ამოცნობა  და გამოყენება გამოწინადადებებში. შეუძლიათ ტექსტის კითხვა და თარგმნა. შეუძლიათ შეადგინონ მარტივი, ზეპირი დიალოგები ინგლისურ ენაზე.
აქტივობები და დროის მენეჯმენტი
A ფაზა. გამოწვევის ფაზა.
აქტ.1.  ორგანიზაციული საკითხები. სიის ამოკითხვა. გაკვეთილის მიზნისა და შეფსების რუბრიკის გაცნობა(დაფაზე გაკვრა). 3წთ.
აქტ.2.  მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადგილების დასახელება. წინარე ცოდნის გააქტიურება.3წთ.
ორგანიზების  ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ იმ ყველაზე ცნობილ ადგილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,რომელიც მათ ნასწავლი აქვთ გეოგრაფიაში ან წაკითხული აქვთ სხვადასხვა წყაროდან.
აქტივობის აღწერა: ახალი მასალით დასაინტერესებლად მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას,თუ  მსოფლიოში რომელ ცნობილ ქვეყანაში ისურვებდნენ წასვლას და რომელ ადგილს ნახავდნენ იმ ქვეყანაში. შერჩევითობის პრინციპით(ჩხირების მეთოდით) 4-5 მოსწავლე მიპასუხებს ამ კითხვაზე. მოცემული აქტივობა მოსწავლეებს  გაკვეთილზე ტექსტის წაკითხვა-გააზრებას გაუადვილებს.
აქტ.3. აბა გამოიცანი 5  წთ.
მუშაობის ფორმა: საერთო-საკლასო
აქტივობის მიზანი:  სურათზე გამოსახული ადგილების თუ ცნობილი კონსტრუქციების ამოცნობა და მათი ადგილმდებარეობის დასახელება.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვაჩვენებ  სამ განსხვავებულ სურათს,სადაც გამოსახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლო-კონსტრუქციები.მათ უნდა გამოიცნონ,თუ რა არის ეს და დაასახელონ ქვეყანა,სადაც ისინი მდებარეობს. ასევე  ვაჩვენებ  ორწუთიან ვიდეოფილმს,რომელსაც უყურებენ და ასევე გამოიცნობენ მას. სურათებისა და ვიდეოს ნახვის შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდით, 5-6 კითხვის დასმით მივიღებ ინფორმაციას ნანახ მასალაზე.
აქტ. 4.  მინდა გავიგო მეტი და სხვებსაც გავუზიარო-10 წუთი
აქტივობის მიზანი: მცირე ზომის ტექსტიდან ძირითადი ინფორმაციის გაგება და მიღებული ინფორმაციის KWL  დიაგრამაში ასახვა.
მუშაობის ფორმა: ჯგუფური
აქტივობის აღწერა:
მეთოდი: ჯიგსოუ
მოსწავლეებს  გაიყოფიან  4 ჯგუფად.სურათებს გადავაბრუნებ და თითოეული ჯგუფი ირჩევს თითო მათგანს.მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ სურათის შესაბამისი ტექსტები. სანამ ტექსტის კითხვას დაიწყებენ,ვურიგებ თაბახის ფურცლებზე დაწერილ მათთვის უცნობ სიტყვებს,რაც დაეხმარება ტექსტის სიღრმისეულად გაგებაში.  ტექსტის წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის გაგებას შევამოწმებ კითხვების დასმით (ჩხირების გამოყენებით). ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ  მიღებული ინფორმაცია გამოსახონ  დიაგრამაში KWL, რომელიც დახაზული ფორმით წინასწარ დაურიგდებათ.
აქტ.5.  ტელეგადაცემა ,, The David’s Show.  8 წთ.
ორგანიზების ფორმა: პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: ზეპირმეტყველების განვითარება.
აქტივობის აღწერა: საკლასო ოთახის ერთ კუთხეში მოეწყობა ტელესტუდიის იმიტაცია. გადაცემას ეყოლება წამყვანი,რომელსაც  სტუმრად ეყოლება  სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული მოსწავლეები,რომლებიც იქ ტურისტული მისიით  იყვნენ წასული (ჯგუფის პრეზენტატორები) და სთხოვს მათ, გააკეთონ 2 წუთიანი პრეზენტაცია (მათ მიერ უკვე წაკითხული და დამუშავებული ტექსტიდან). პრეზენტატორები KWL დიაგრამის და ასოციაციური რუქის დახმარებით აკეთებენ პრეზენტაციას.

აქტ. 6. გრამატიკული სავარჯიშოების გამოყენებით ახალი ლექსიკური მასალის განმტკიცება-6 წუთი
ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა.
აქტივობის მიზანი: . მოსწავლეები  შეძლებენ მეტყველებისას გამოიყენო ნასწავლი გრამატიკული დრო.
აქტივობის აღწერა:  გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ აწმყო სრული დროს მაწარმოებელი, დაასახელონ  მისი გამომხატველი რამდენიმე ზმნიზედა და ჩამოწერონ დაფაზე. შემდეგ ვთხოვ წყვილებში შეადგინონ მცირე ზომის დიალოგები წაკითხული ახალი ტექსტის გამოყენებით და წარმგვიდგინონ. ერთ ნიმუშს თვითონ ვაჩვენენებ რომელიმე მოსწავლესთან წყვილში.
-Have you ever been to the USA?
-No, I have never  been there?
-Would you like to visit this country?
- Of course, I would.
-What place would you love to see there?
-I would love to see The Statue of Liberty.

აქტ.7. სარეკლამო ბანერის მომზადება. 6 წთ.
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებებენ გუნდის წევრებთან ერთად  შეიმუშავონ ინგლისურენოვან სარეკლამო ბანერი და წარადგ  აუდიტორიის წინაშე.

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები დაიყოფიან 3 ჯგუფად.ყოველ ჯგუფს დაურიგდება ფლიპჩარტები,ფერადი ქაღალდები და ფლომასტერები.თავიანთი წარმოსახვითი უნარისა და კრეატიულობის გამოყენებით ქმნიან სარეკლამო ბანერს,სადაც ასახავენ ცნობილ ადგილებს მათ მიერ დამუშავებული ტექსტებიდან და გამოაკრავენ კედელზე.
აქტ.8. საშინაო დავალება. 2 წთ.
დავალების მიზანი:  წიგნში მოცემული სავარჯიშოებით ცოდნის განმტკიცება.
Cფაზა. უკუკავშირი-შეფასება. 3წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა მოტივირება შედეგების ანალიზი. თვითშეფასების უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვ შეაფასონ მათი მუშაობა. შემდეგ კი გავცემ ეფექტურ უკუკავშირს და ვისაუბრებ გაკვეთილის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ვთხოვ მათ უპასუხონ კითხვებს:
          რამდენად კმაყოფილი ხართ გაკვეთილით?
          რომელი აქტივობა იყო ყველაზე საინტერესო და რატომ?
          რომელმა აქტივობამ აღძრა ნაკლები ინტერესი და რატომ?

რესურსები
წიგნი, კალამი, დაფა, ცარცი, ფერადი თაბახები, ფლიფჩარტი, მარკერი, რესურს-თვალსაჩინოება, მონიტორი, პროექტორი, კომპიუტერი, დინამიკები.
შეფასება
განმავითარებელ-განმსაზღვრელი.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა თან ახლავს გეგმას.









გაკვეთილის რეფლექსია
            მე-8 კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების  გაკვეთილი თემაზე  „Favourite Places“.   გაკვეთილის მიზანი იყო  არამხატვრულ, საინფორმაციო ტიპის ტექსტები წაკითხვა მსოფლიოს ცნობილ ადგილებზე. ინფორმაციის ამოცნობა და ერთმანეთისთვის გაზიარება. კითხვის, მეტყველებისა და კრიტიკულად აზროვნების უნარების განვითარება და  ინფორმაციის გადმოცემისას ნასწავლი გრამატიკული სტრუქტურების გამოყენება.
         გაკვეთილმა ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა. მიღწეულ იქნა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი მუშაობით სტანდარტზე:  მიმართულება: ლაპარაკი

          უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

          უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.

  
       შედარებით გაუჭირდათ მუშაობა სტანდარტზე: (მიმართულება: ლაპარაკი) -          

        ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული                       
  ფორმები.
ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე წუთი დამეთმო ნასწავლი გრამატიკული სტრუქტურების გამეორებისათვის.დაფაზე მივუწერე ნიმუში.მოსწავლეებმა მოიყვანეს მსგავსი მაგალითები და ამის შემდეგ აქტიურად გამოიყენეს აღნიშნული გრამატიკული სტრუქტურა თავიანთ პრეზენტაციებში.
გაკვეთილზე გამოყენებულმა სხვადასხვა სტრატეგიამ-კითხვა,ლაპარაკი,წერა-მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. თითოეულმა შეძლო გამოევლინა ის უნარი,რომელშიც განსაკუთრებით ძლიერია.ამან მათ  ურთიერთთანამშრობლობასაც შეუწყო ხელი, რაც ჯგუფური მუშაობისას შესამჩნევად გამოვლინდა.
მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს წინარე ცოდნა-შეძლეს ადგილების ამოცნობა ვიდეომასალიდან და სურათებიდან და უკვე არსებული ლექსიკური მარაგის გამოყენებით, შეძლეს მათზე ინფორმაციის გადმოცემა.
გაკვეთილზე მუშაობა ძირითადად  ჯგუფებში წარიმართა.  ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. მოამზადეს პრეზენტაცია  წაკითხული და ნანახი მასალის საფუძველზე. არსებული და მიღებული ცოდნა ასახეს დიაგრამაში KWL და წარუდგინეს აუდიტორიას. გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ არსებული ცოდნის გამოყენების, შემოქმედებითი, ინდივიდუალური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.
გაკვეთილის ყველაზე თვალსაჩინო მომენტი იყო ის,რომ მოსწავლეებმა მარტივად შეძლეს ვიდეო-მასალიდან და ტექსტებიდან ინფორმაციის გაგება. ვინაიდან ამ  კლასის მოსწავლეებთან ძალიან ხშირად ვიყენებ ინტერნეტ-მასალას, რომელსაც ისინი თვითონ მოიძიებენ და პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგენენ, ასევე ვაწვდი დამატებით ტექსტებს დასამუშავებლად,მათ ადვილად გაართვეს თავი მიცემულ დავალებას. მე,როგორც მასწავლებელს,ზედმეტი ჩარევა არ დამჭირდა და მხოლოდ ფასილიტატორის ფუნქციას ვასრულებდი.
გაკვეთილის სამოქმედო გეგმა ძირეულად  არ შეცლილა.ერთადერთი,რისი საჭიროებაც შეიქმნა,იყო ის, რომ მომიწია ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციის გასახსენებლად მეტი მაგალითის მოყვანა,რათა მოსწავლეებს თავისუფლად გამოეყენებინათ ის თავიანთ პრეზენტაციებში.

ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში ძირითად მასალას დავტოვებდი.ერთადერთი,რასაც შევცვლიდი, გაკვეთილს ნაკლები გრამატიკული მასალით დავტვირთავდი,რათა მოსწავლეებს უფრო თავისუფლად მეტყველების შესაძლებლობა მისცემოდათ და მათი ყურადღება გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებას არ დაეძაბა.

















სკოლა
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის
 მე-2 საჯარო სკოლა
კლასის პროფილი
დაწყებითი  საფეხური.  VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
8  მოსწავლე
მასწავლებელი
მაია აქუბარდია
სსსმ მოსწავლე
სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება
თარიღი
04.04. 2018
გაკვეთილის თემა
Amazing places - გასაოცარი ადგილები
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე შეძლებს ახალი ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვას  და გაგებას, კითხვებზე პასუხის გაცემას,პრეზენტაციის გაკეთებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
უცხ.დ.IV.
1.    უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).

2.    უცხ.დ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.

3.    უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში          მონაწილეობა.

4.    უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.


შეუძლია თან
მოსწავლეები დაასახელებენ უკვე შესწავლილი აღწერითი სახის სიტყვებს.  წაიკითხავენ ტექსტს,უყურებენ მცირე ზომის ვიდეო-ფილმს და იმსჯელებენ მასზე. იმუშავებენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში,მოამზადებენ პრეზენტაციას წაკითხული და ნანახი მასალის საფუძველზე.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს გააჩნიათ ცოდნა აღწერითი სიტყვების გამოყენებით შეადგინონ მცირე ზომის ტექსტი. შესწევთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური მუშაობის უნარი. არ უჭირთ აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა. ტექსტზე სამუშაოდ  გააჩნიათ საკმარისი ლექსიკური მარაგი.

კლასის ორგანიზება:


აქტივობები და დროის მენეჯმენტი

მოსწავლეთა დასწრების შემოწმება და გაკვეთილის მიზნის გაცნობა:                                                      3 წუთი

 A-ფაზა.  გამოწვევა                                                5  წუთი
აქტივობა 1
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ გეოგრაფიული ადგილის აღწერისთვის საჭირო სიტყვებს
აქტივობის ფორმა/სახელწოდება/-გონებრივი იერიში
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას,დაასახელონ არსებითი და ზედსართავი სახელები,რომელთა მეშვეობით ისინი შეძლებდნენ ჩვენი ქვეყნის უცხოელი ტურისტისთვის აღწერას და ამ სიტყვებს დაფაზე ვწერ.
1.      
B-ფაზა. ცოდნის კონსტრუირება.             
აქტივობა 2. - ტექსტის კითხვა და გაანალიზება. 10 წთ.
აქტივობის მიზანი:მოსწავლე შეძლოს მცირე ზომის აღწერითი ტექსტის წაკითხვა-გაგება.

აქტივობის ფორმა/სახელწოდება/- ინდივიდუალური
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვურიგებ სამი ფერის ბარათს-წითელს,მწვანეს და ყვითელს. ისინი კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, ამოიცნობენ ახალ სიტყვებს და  მანიშნებენ მწვანე ბარათით. თუ გაუჭირდათ ამოცნობა,მანიშნებენ წითელი ფერით.თუ არ არიან დარწმუნებული და ჩემი დახმარება სჭირდებათ-ყვითელით. ახალ სიტყვებს ვწერთ დაფაზე.


აქქტივობა 3-  პრეზენტაციისთვის მზადება.  12 წთ
აქტივობის მიზანი: არსებული და ახალი ლექსიკის,ასევე მოკლე ვიდეო-ფილმიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობის ფორმა/სახელწოდება/-ჯგუფური მუშაობა

 აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვყოფ 3 ნაწილად.ვრთავ 2 წუთიან დოკუმენტურ ფილმს ტაიტიზე.ფილმის ყურების შემდეგ თითოეულ ჯგუფთან ჩამოვატარებ „იდუმალ ყუთს“,სადაც დევს სამი ფურცელი.თითო ფურცელზე მოცემულია დავალება:
1.  ტაიტის გეოგრაფიული მდებარეობა;
 2. ტაიტის ტურისტულ-გასართობი ადგილები;
 3. ხალხი ტაიტიზე.
ჯგუფები იმუშავებენ მათ მიერ ყუთიდან ამოღებულ  საკითხზე.დაფაზე მოცემული სიტყვების,ტექსტიდან და ვიდეო-ფილმიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით ამზადებენ კლასის წინაშე წარსადგენ პრეზენტაციას.
აქტივობა 4-  პრეზენტაცია                                      10  წუთი
აქტივობის მიზანი:მოსწავლე შეძლებს გაბმულად ისაუბროს მოცემულ საკითხზე.
აქტივობის ფორმა: პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა:  თითო ჯგუფი ირჩევს თითო მოსწავლეს,რომელიც გამოდის აუდიტორიის წინაშე და აკეთებს პრეზენტაციას.

C -ფაზა.  შეჯამება.                                                   5 წუთი                               
 მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით. პრეზენტატორებს - განმსაზღვრელით.  ვთხოვ თავადაც შეაფასონ თავიანთი თავი. საშინაო დავალებად მივცემ მსგავსი ტიპის ტექსტის მომზადებას საქართველოზე.

გამოყენებული რესურსები

წიგნები, რვეულები, იდუმალი ყუთი, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი,ვიდეო-ფილმი.

შეფასება


განმავითარებელი,განმსაზღვრელი


                                    პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


რეფლექსია

გაკვეთილმა ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა. მიღწეულ იქნა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი მუშაობით სტანდარტზე:  მიმართულება: კითხვა
1.       უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).
2.      უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში  მონაწილეობა.

 შედარებით გაუჭირდათ მუშაობა სტანდარტზე: (მიმართულება: ლაპარაკი) - უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება, ამიტომ შევეცადე გამემარტივებინა დიალოგები.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო რამდენიმე სტრატეგია: (კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება), რაც დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი უნარების გამოვლენაში.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, რაც მათ ინტერაქციულ მუშაობაში დაეხმარა. მოსწავლეებმა გამოავლინეს წინარე ცოდნა- დაასახელეს უკვე შესწავლილი აღწერითი სახის სიტყვები.  წაიკითხეს ტექსტი, უყურეს  მცირე ზომის ვიდეო-ფილმს და იმსჯელეს მასზე. იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში,მოამზადეს პრეზენტაცია  წაკითხული და ნანახი მასალის საფუძველზე. გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი, ინდივიდუალური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები. ჩემი როლით გაკვეთილზე კმაყოფილი ვარ, რადგან მსმენელისა და ფასილიტატორის როლში ვიყავი და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გამოეჩინათ აქტიურობა და  ლიდერის უნარ-ჩვევები. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების საშუალება რომ მქონდეს, ძირეულ ცვლილებებს არ მოვახდენდი, თუმცა შევეცდებოდი გაცილებით მეტი ყურადღება მიმექცია მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისთვის. გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა და სამუშაო პროცესმა წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ჩაიარა. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ.









 სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი:   მაია აქუბარდია
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: 2 / VIII  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:11
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:  ინოვაციური (გაჩერებებით სწავლება)
გაკვეთილის თემა: თემის “მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილები“  შეჯამება. აწმყო სრული დროისა და  რაოდენობის გამომხატველი ზედსართავი სახელების ცოდნის  შეჯამება.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმების თავისუფალ გამოყენებას, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და მახასიათებლების ქალაქებთან შესაბამისობის დადგენას. ადგილებთან დაკავშირებული  ლინგვისტური რეალიების  გამოყენებას. რაოდენობის გამომხატველი ზედსართავი სახელის გამოყენებას. თანაკლასელებთან თანამშრომლობას,მარტივი ხასიათის თხრობითი ტექსტის წაკითხვას და გაგებას,ინტერაქციაში მონაწილეობს.


გაკვეთილის თანმიმდევრობა:
კლასი მომზადებულია წინასწარ.  კლასში განლაგებულია მერხები  3 ჯგუფად-თითოეულს პირობითად მინიჭებული აქვს გაჩერებების სტატუსი-სულ 3  ძირითადი გაჩერება.  1 ალტერნატიული გაჩერება და 1 შეფასების მაგიდა.
1.      მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 3 ჯგუფად (თითოეულში 4 მოსწავლე) და აძლევს მათ ინსტრუქციას  - (5წთ.)    
კლასში განლაგებულია მერხები  3  ჯგუფად-თითოეულს პირობითად მინიჭებული აქვს გაჩერებების სტატუსი-სულ 3 ძირითადი გაჩერება.  1 ალტერნატიული გაჩერება და 1 შეფასების მაგიდა.
თითოეულ გაჩერებაზე ჯგუფს შეუძლია დაყოს მხოლოდ 7 წუთი. მათ  გაჩერებებზე დახვდებათ დავალებები,რომლებიც უნდა შეასრულონ 7  წუთში.
დროის დასრულების შესახებ მოსწავლეები გაიგონებენ ხმოვან სიგნალს,რაც იმის მანიშნებელია,რომ მათ უნდა გადაინაცვლონ შემდეგ გაჩერებაზე. დროის კონტროლი მათ ასევე შეეძლებათ  საათის საშუალებითაც,რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე იქნება განთავსებული.
თუ რომელიმე ჯგუფი დროზე ადრე დაასრულებს დავალებას,ისინი ინაცვლებენ ალტერნატიულ გაჩერებასთან,სადაც მათ შედარებით მარტივი სავარჯიშოს შესრულება მოუწევთ.

გაჩერებებზე განთავსებული სავარჯიშოები:
I  გაჩერება:
დაჭრილ ფურცლებზე წერია მსოფლიოს 3  დიდი ქვეყნის  სახელი (The USA,France,Egypt) და  სიტყვები,რომლებიც ამ ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს და მახასიათებლებს გამოხატავს.მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ რომელ ქვეყანას რომელი ღირსშესანიშნაობა ან რომელი მახასიათებელი შეესაბამება.
II  გაჩერება:
მაგიდაზე განლაგებულია ფურცლები,რომელზეც მოცემულია პატარა დიალოგები ან წინადადებები,სადაც გამოტოვებულია რაოდენობის გამომხატველი ზედსართავი სახელები(many, much, too many, too much)  და  აწმყო სრული დროის მაწარმოებლები(Have/Has +past participle with  ever,never,just,for,already,etc.) მოსწავლეები კითხულობენ  დიალოგებს და  წინადადებებს  და ავსებენ გამოტოვებულ  ადგილებს.
III  გაჩერება: 
წარმოდგენილია ტექსტის დასაწყისი Last year my friends and I had wonderful sightseeing holidays. We visited many interesting countries and cities. So  now I’m going to tell you about my favourite places. მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით უნდა გააგრძელონ  ტექსტი ისე, რომ იგი რაც შეიძლება საინტერესო იყოს.
2.      სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაინაცვლონ შეფასების მაგიდასთან,სადაც მოცემულია სწორი პასუხები და შეამოწმონ შესრულებული სავარჯიშოების სისწორე.  (5  წთ.)
3.      თითოეული ჯგუფი აკეთებს მათ მიერ მომზადებული ტექსტების პრეზენტაციას (9 წთ.)
4.      ჯგუფები აკეთებენ  პრეზენტაციას მიღებული შეფასების შესახებ.(3 წთ.)
5.      მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს განმავითარებელი შეფასებით (ჯგუფური მუშაობის რუბრიკა)  (1 წთ.) და პრეზენტატორებს -განმსაზღვრელით (1 წთ.)
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.



                                                                                            პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა  (განმსაზღვრელი)

  კრიტერიუმი
  
         9-10

            7-8

           5-6

            3-4
 თემასთან კავშირი
 მასალა წარმოდგენილია ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია
მასალა წარმოდგენილია  გასა-
გებად, აკლია  ფაქტები
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული თანმიმდევრობა

მასალა ძალიან მწირია
 საუბარი
გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.
გამართულად და გასაგებად საუბრობს.
 ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა.
ვერ საუბრობს ინგლისურად.
თვალსაჩინოების გამოყენება
იყენებს  თვალსაჩინოებას მართებულად.
იყენებს შესაბამისად.
იყენებს შეუსაბამოდ.
არ იყენებს.
აუდიტორიასთან
კონტაქტი
კარგად  ფლობს კომუნიკაციის უნარს.
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
არ არის კონტაქტი .
დროის ლიმიტის დაცვა
იცავს  დროის ლიმიტს.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
არ იცავს დროის ლიმიტს.







ჯგუფში მუშაობის დაკვირვების  დღიური

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ  (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

ჯგუფი ანაწილებს ფუნქციებს

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს









 რეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე.
მასწავლებლის სახელი და გვარი: მაია აქუბარდია
საგანი: ინგლისური აენა
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი
მეთოდი: გაჩერებებით სწავლება
აღნიშნული გაკვეთილის თემა:  თემის “მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილები“  შეჯამება. აწმყო სრული დროისა და  რაოდენობის გამომხატველი ზედსართავი სახელების ცოდნის  შეჯამება.  
 რატომ ავირჩიე ეს მეთოდი?
გამოყენებული მეთოდის უპირატესობა არის ის,რომ მოსწავლეები აქტივობებს დამოუკიდებლად,მასწავლებლის ჩარევის გარეშე ასრულებენ
მიღწეული იქნა თუარა ჩემს მიერ დასახული მიზანი?
გაკვეთილის მიზანი
გაკვეთილის მიზნად დავისახე მოსწავლეებს მოეხერხებინათ  ნაცნობ თემატიკაზე ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმების თავისუფალ გამოყენება, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და მახასიათებლების ქალაქებთან შესაბამისობის დადგენა, ადგილებთან დაკავშირებული  ლინგვისტური რეალიების  გამოყენება, რაოდენობის გამომხატველი ზედსართავი სახელების გამოყენება, თანაკლასელებთან თანამშრომლობა,მარტივი ხასიათის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება,ინტერაქციაში მონაწილეობა.
საგაკვეთილო მიზანს მივაღწიე,მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით შეძლეს მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება,სწორი არჩევანის გაკეთება.
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა
ჩემი აზრით პროფესიული თვალსაზრისით გაკვეთილი საინტერესო იყო ჩემი კოლეგებისათვის.ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებმა ნასწავლი ინფორმაციის  საფუძველზე   შეძლეს  დავალებებში წარმოეჩინათ თავი. ჩემი კოლეგებისათვის საინტერესო იყო თავისუფალი გარემო,სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებასა და შეფასებას .პატივს ცემდნენ განსხვავებულ მოსაზრებას.

რა სარგებელი მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა:
მოხდა სხვადსხავა უნარების განვითარების ხელშეწყობა:
·         თანამშრომლობის
·         კომუნიკაციის
·         პრეზენტაციის
·         მსჯელობის
·         შეფასების

რა შეიცვალა ჩემი და კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილით?

·         მოსწავლეებთან ერთად კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ ჯგუფურ მუშაობას
·         ხშირად გამოიყენებენ ინოვაციურ მიდგომებს.

რა მხარეების განვითარებას შეუწყო ხელი   და როგორ ჩატარებულმა გაკვათილმა?
ინოვაციურმა  გაკვეთილმა მოსწავლეებს მისცა  ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
მოსწავლეებმა  შედეგების  პრეზენტაციას დამოუკიდებლად გაართვეს თავი, შეძლეს თვითშეფასება.

რომელი აქტივობა განხორციელდა და რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გაკვეთილი ისეთი პროცესია ,რომელილი  მხოლოდ მასწავლებლის ნებასა და სურვილზე არაა დამოკიდებული.ჩვენ მოსწავლეებთან გვაქვს ურთიერთობა.მოდიფიცირებაც ზოგჯერ გვჭირდება.ამიტომ გაკვეთილის დაგეგმვისას შევიმუშავე სხვადასხვა რისკ ფაქტორების თავიდან აცილების მექანიზმები. სწორედ ამიტომ შევქმენი „ალტერნატიული გაჩერება“,თუმცა მისი გამოყენება არ დაგვჭირდა.მოსწავლეებმა თითოეული გაჩერებისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად გამოიყენეს.

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მომავალში ასეთი გაკვეთილის დაგეგმვისას მეტ დროს დავუთმობ სასწავლო რესურსების შექმნას მოსწავლეებთან ერთად.  დავალებების მიცემის დროს მეტ დროს დავუთმობ ინსტრუქციებს.მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ შეფასების რუბრიკებს.

მასწავლებლის ხელმოწერა: მაია აქუბარდია
თარიღი: 18.04.2019


ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი

სკოლა
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის
 მე-2 საჯარო სკოლა
კლასის პროფილი
დაწყებითი  საფეხური.  VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
9  მოსწავლე
მასწავლებელი
მაია აქუბარდია
სსსმ მოსწავლე
სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება
თარიღი
27.03.2019
გაკვეთილის თემა
Tutankhamun - ტუტანჰამონი
გაკვეთილის მიზანი
ისტორიიდან  და ხელოვნებიდან თემასთან დაკავშირებული მასალის გახსენება, K-W-L ცხრილ შევსება,ტექსტის წაკითხვა-გაგება, “იდუმალი ყუთის“გამოყენებით  ჯგუფში პრეზენტაციის მომზადება და აუდიტორიის წინაშე წარდგენა.

ინტეგრირებული საგნები:
ისტორია,ხელოვნება და ინგლისური ენა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
უცხ.დ.IV.

უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები.

უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.


შეუძლია თა
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას ისტორიიდან,წაიკითხავენ ტექსტს,უყურებენ მცირე ზომის ვიდეო-ფილმს და იმსჯელებენ მასზე. იმუშავებენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში,მოამზადებენ პრეზენტაციას წაკითხული და ნანახი მასალის საფუძველზე.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს გააჩნიათ ცოდნა სხვა საგნებში ნასწავლი მასალის  გამოყენებით შეადგინონ მცირე ზომის ტექსტი. შესწევთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური მუშაობის უნარი. არ უჭირთ აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა. ტექსტზე სამუშაოდ  გააჩნიათ საკმარისი ლექსიკური მარაგი.

კლასის ორგანიზება:


აქტივობები და დროის მენეჯმენტი

მოსწავლეთა დასწრების შემოწმება და გაკვეთილის მიზნის გაცნობა:                                                      3 წუთი

 A-ფაზა.  გამოწვევა                                                5  წუთი
აქტივობა N 1

აქტივობის მიზანი: სურათზე გამოსახული ადგილების თუ ცნობილი კონსტრუქციების ამოცნობა, ფაქტების გახსენება ისტორიიდან და  თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა

აქტივობის ფორმა/სახელწოდება/-გონებრივი იერიში

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე გააკრავს ეგვიპტის პირამიდების და ტუტანჰამუნის პოსტერებს,  დასვამს კითხვებს, თუ რა უსწავლიათ მათ ისტორიაში  ან ხელოვნებათმცოდნეობაში აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეებს ასევე მიეცემა დავალება, დაასახელონ მსოფლიოს სხვა საოცრებანი,რომლებიც მათ პირამიდებთან ერთად უსწავლიათ და ახსნან, რით არის პირამიდები გამორჩეული.
1.      
B-ფაზა. ცოდნის კონსტრუირება. 

აქტივობა N2: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე (K-W-L)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეავსებენ K-W-L ცხრილს ჯერ საკუთარი ცოდნით, შემდეგ სახელმძღვანელოში მოყვანილი ტექსტის დახმარებით
დრო : 15 წთ ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური

აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს K-W-L ცხრილს და თხოვს მათ შეავსონ პირველი სვეტი, რომელიც გულისხმობს ისეთ ინფორმაციას პირამიდებისა და ფარაონების შესახებ, რომელ მოსწავლეებს უკვე აქვთ. მოსწავლები მუშაობენ ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ უზიარებენ ინფორმაციას ჯგუფს.
მასწავლებელი ამჯერად თხოვს მოსწავლეებს,დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სახის ინფორმაცია იქნებოდა მათთვის საინტერესო ფარაონების შესახებ. მოსწავლეები მუშაობენ  წყვილებში და ავსებენ შესაბამის გრაფას, სადაც უნდა ჩაწერონ სულ მცირე სამი შეკითხვა.
ბოლოს მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი და იპოვონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოყვანილი ქონდათ როგორც პირველ სვეტში (ვიცი),
ასევე მეორე სვეტში (მინდა ვიცოდე) და შეავსონ ამჯერად უკვე მესამე სვეტიც (ვისწავლე).
მოსწავლეები უზიარებენ ინფორმაციას საკუთარ ჯგუფს და შემდეგ უკვე სრულ კლასს.
შემთხვევაში, თუ ტექსტში არ იქნება მოყვანილი ის ინფორმაცია, რომლის გაგებაც სურდათ მოსწავლეებს, მასწავლებელი ვს მათ, იპოვონ ეს ინფორმაცია
ინტერნეტის გამოყენებით.

          
აქტივობა 2. - ტექსტის კითხვა და გაანალიზება. 10 წთ.
აქტივობის მიზანი:მოსწავლემ  შეძლოს მცირე ზომის აღწერითი ტექსტის წაკითხვა-გაგება.

აქტივობის ფორმა/სახელწოდება/- ინდივიდუალური
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვურიგებ სამი ფერის ბარათს-წითელს,მწვანეს და ყვითელს. ისინი კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, ამოიცნობენ ახალ სიტყვებს და  მანიშნებენ მწვანე ბარათით. თუ გაუჭირდათ ამოცნობა,მანიშნებენ წითელი ფერით.თუ არ არიან დარწმუნებული და ჩემი დახმარება სჭირდებათ-ყვითელით. ახალ სიტყვებს ვწერთ დაფაზე.


აქქტივობა 3-  პრეზენტაციისთვის მზადება.  12 წთ
აქტივობის მიზანი: არსებული და ახალი ლექსიკის,ასევე მოკლე ვიდეო-ფილმიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობის ფორმა/სახელწოდება/-ჯგუფური მუშაობა

 აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვყოფ 2 ნაწილად. ვრთავ 3 წუთიან დოკუმენტურ ფილმს ტუტანჰამუნზე. ფილმის ყურების შემდეგ თითოეულ ჯგუფთან ჩამოვატარებ „იდუმალ ყუთს“,სადაც დევს ორი ფურცელი.თითო ფურცელზე მოცემულია დავალება:
1.  ეგვიპტის პირამიდები;
 2. ტუტანჰამუნი

ჯგუფები იმუშავებენ მათ მიერ ყუთიდან ამოღებულ  საკითხზე.დაფაზე მოცემული სიტყვების,ტექსტიდან და ვიდეო-ფილმიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით ამზადებენ კლასის წინაშე წარსადგენ პრეზენტაციას.

აქტივობა 4-  პრეზენტაცია - 10  წუთი
აქტივობის მიზანი:მოსწავლე შეძლებს გაბმულად ისაუბროს მოცემულ საკითხზე.
აქტივობის ფორმა: პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა:  თითო ჯგუფი ირჩევს თითო მოსწავლეს,რომელიც გამოდის აუდიტორიის წინაშე და აკეთებს პრეზენტაციას.

C -ფაზა.  შეჯამება-  5 წუთი                               
 მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით. პრეზენტატორებს - განმსაზღვრელით.  ვთხოვ თავადაც შეაფასონ თავიანთი თავი. საშინაო დავალებად მივცემ მსგავსი ტიპის ტექსტის მოძიებას მსოფლიოს თანამედროვე საოცრებათაგან ერთერთზე.

გამოყენებული რესურსები

წიგნები, რვეულები, იდუმალი ყუთი, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი,ვიდეო-ფილმი.

შეფასება


განმავითარებელი,განმსაზღვრელი

























                            პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა  (განმსაზღვრელი)

  კრიტერიუმი
  
         9-10

            7-8

           5-6

            3-4
 თემასთან კავშირი
 მასალა წარმოდგენილია ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია
მასალა წარმოდგენილია  გასა-
გებად, აკლია  ფაქტები
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული თანმიმდევრობა

მასალა ძალიან მწირია
 საუბარი
გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.
გამართულად და გასაგებად საუბრობს.
 ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა.
ვერ საუბრობს ინგლისურად.
თვალსაჩინოების გამოყენება
იყენებს  თვალსაჩინოებას მართებულად.
იყენებს შესაბამისად.
იყენებს შეუსაბამოდ.
არ იყენებს.
აუდიტორიასთან
კონტაქტი
კარგად  ფლობს კომუნიკაციის უნარს.
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
არ არის კონტაქტი .
დროის ლიმიტის დაცვა
იცავს  დროის ლიმიტს.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
არ იცავს დროის ლიმიტს.























                   ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა (განმავითარებელი)


კრიტერიუმი
ძალიან კარგი 
         
კარგი

საშუალო 
  
საშუალოზე დაბალი
სამუშაოს  მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო  მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად  და თანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ორგანიზებული  არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს,  შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.

                            








 მე-7 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის  რეფლექსია ინგლისურ ენაში

                                                                                      28.III.2019.

v  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი  იყო ინტეგრირებული ტიპის,ინტეგრაცია ისტორიასთან და ხელოვნებასთან. ვთვლი, რომ მე-7 კლასის მოსწავლეები უნდა  ფლობდნენ უნარს ერთ  ან რამდენიმე საგანში მიღებული ცოდნა გამოიყენონ სხვა საგნების შესწავლისას.

v  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს  პირველ რიგში დააინტერესებდათ  გაკვეთილისათვის   შერჩეული თემატიკა.   ვთვლი, რომ  ჩემი კოლეგები ასევე დაინტერესდობდნენ  , თუ როგორი პრინციპით იყო აგებული გაკვეთილის თემა. მე გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომიის  პრინციპები და აქტივობები   აგებული იყო  შესაბამისი თანმიმდევრობით- ცოდნის მოპოვება, ცოდნის გამოყენება, შეძნილი ცოდნის ანალიზი და სინთეზი.

v  იქნა თუ არა მიღწეული  მიზანი?
გაკვეთილის მიზანი იყო  სხვა საგნებში მიღებული ცოდნის გამოყენევ გაცნობა მოდალური ზმნების ფორმების განმტკიცებით.   განხორცილებული აქტივობებით  მე გავზომე , თუ რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა   გაკვეთილის  მიზნის მიღწევა . გაკვეთლის ბოლოსთვის  მათ შეძლეს სხვა საგნებში მიღებული ცოდნა ანტიკური მსოფლიოს საოცრებებზე გამოეყენებინათ ახალი მასალის ათვისებაში.მათ იცოდნენ ეგვიპტის პირამიდების შესახებ.  განამტკიცეს ცოდნა ინფორმაციით ტუტანჰამუნზე, რაც ნიშნავს , რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეული იყო.
v  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
მე ადრეც მივმართავდი ბლუმის ტაქსონომიის პრინციპს სწავლებისას. თუმცა ამას ვახდენდი უფრო გრძელვადიან პროექტებზე   მუშაობის დროს, სადაც  სწავლების   ყველა  ეტაპებზე ვახდენდი ამ პრინციპის გამოყენებას. ერთი გაკვეთილისათვის ბლუმის იერარქიის დაცვა- ცოდნის მოპოვება- ტექსტის გაცნობა,  ცოდნის გამოყენება- კატეგორიებად დაჯგუფება, გაანალიზება და შემდეგ საკუთარი  პროდუქტის შექმნა-სინთეზი მანამდე არ გამომიყენებია. დავინახე, რომ ერთი გაკვეთილის ჩატარება  შესაძლებელია ამ პრინციპის ხელმძღვანელობით.
v  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული  გაკვეთილი?
ასეთი    ტიპის გაკვეთილებს დიდი სიხშირით არ ვატარებ. ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა, რომ მოსწავლის  მომზადების დონე არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი საგნის კომპეტენციით, არამედ ის უნდა ახდენდეს  სხვასხვა დისციპლინაში მოპოვებული ცოდნის  ინტეგრაციას. ამის მიღწევა შესაძლებელია ასეთი ტიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარებით. გაკვეთილის  კონტენტს საჭიროს და დროულს მივიჩნევ სწავლების ამ საფეხურზე. მოსწავლეები უნდა ფლობდნენ უნარს სხვა საგნებში მიღებული ინფორმაცია  სწორად და საჭიროებისამებრ გამოიყენონ  უცხო  ენაზე კომუნიკაციისას.
v  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ           განხორციელდა და რატომ?
გეგმით  განსაზღვრული ყველა აქტივობა  ჩატარდა  დროის მართებულად გამოყენებით. დროის მენეჯმენტი მტკივნეული წერტილია , რადგანაც ერთ გაკვეთილზე რთულია ყველა საკითხის  მოსწრება,რისი სურვილიც მასწავლებელს აქვს. თუმცა ამ გაკვეთილზე  მე მოვახერხე დროის მაქსიმალურად გამოყენება და ყველა დაგეგმილი აქტივობები  სრულად განვახორცილე.
v  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე  წარმატებული და რატომ?
მე  ვთვლი, რომ  გაკვეთილის ყველაზე წარმატებულ კომპონენტს  წარმოადგენდა აქტივობა, რომელიც მოითხოვდა მოსწავლეებისგან  წაკითხულ ტექსტზე და ნანახ რამდენიმე წუთიან ვიდეოფილმზე დაყრდნობით მოემზადებინათ  ჯგუფში პრეზენტაცია  და წამოედგინათ აუდიტორიის წინაშე. სწორედ ამ აქტივობით მინდოდა ჩემი მოსწავლეებისათვის შემეხსენებინა, რომ  ენა უწინარეს ყოვლისა კომუნიკაციის საშუალებაა და მათ უნდა შეეძლოთ არსებული თუ ახალმიღებული ცოდის სხვისთვის გაზიარება. ამიტომ ამ კომპონენტს ვთვლი ყველაზე წარმატებულად.  
v   რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
 ასეთი გაკვეთილის  შემდგომში ჩატარებისას მე გამოვიყენებ ვენის დიაგრამას. ასევე შესაძლებელია  ე.წ. T-დიაგრამის გამოყენება. ასევე   მოსწავლეების გამოძახება ჩხირებით  და გაკვეთილის ბოლოს  მოსწავლეების რეფლექსიის გაკეთება, რომელიც მე სიტყვიერად გავაკეთებინე  ზოგიერთ მოსწავლეს. აჯობებდა შემედგინა კითხვარი და დამერიგებინა მოსწავლეებისათვის, რომლებსაც გაკეთილის დასასრულს ავკრებდი.
v  რას   გაითვალისწინებ მომავალში  მსგავსი ტიპის  გაკვეთილის მომზადებისას?
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას კონსულტაციას გავივლიდი იმ საგნის პედაგოგთან,რომელთანაც  დავაპირებდი ჩემი საგნის ინტეგრირებას და  მივიღებდი ინფორმაციას, თუ რა იციან მოსწავლეებმა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე და რისი გაგება იქნებოდა მათთვის სასურველი. ასე მოსწავლეები მეტი ინტერესს გამოავლენენ  შესასწავლ მასალის მიმართ. ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადება  და ჩატარება სერიოზული და საპასუხისმგებლო წამოწყებაა.ის მოითხოვს მასწავლებლისგან არა მარტო საკუთარი საგნის კომპეტენციის ფლობას, ეს მოითხოვს მეტ მომზადებას მასწავლებისგან  და ახალი ცოდნის  და კომპეტენციის შეძენას . ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა  მე მესმის , რომ იმისათვის, რომ დღევანდელ  გამოწვევებს ვუპასუხო , მე მეტი სიხშირით უნდა მოვახდინო საგნების ინტეგრაცია  და მსაგავსი გაკვეთილები უფრო ხშირად დავგეგმო.





        














Комментариев нет:

Отправить комментарий